პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:,,უცნობი პოეზიის
პატარა თაყვანისმცემლები.’’
2.პროექტის მთავარი იდეა:დაბაში უცნობი და ნიჭიერი პოეტების მოძებნა და მათი პოეზიის ,,გამომზეურება’’.
3. პრობლემა:საქართველოში ,და მათ შორის,ჩვენს დაბაში ბევრი ნიჭიერი და მოკრძალებული ადამიანია,რომელთა შემოქმედება სხვადასხვა მიზეზების გამო მიუწვდომელი და უცნობია ჩვენთვის.აუცილებელია ამ ,,მარგალიტების’’მოძიება და საზოგადოებამდე მიტანა;ბევრი ასეთი ავტორი,სამწუხაროდ, აღარც კი არსებობს, მათი ნაწერები კი ან იკარგება ,ან თაროზეა შემოდებული;
4.პროექტის მიზნები:დავაინტერესოთ ახალგაზრდები ამ მოკრძალებული მელექსეებით ,მივცეთ მათთან თანამშრომლობის სურვილი და საშუალება,რათა მათი დახმარებით ამ ადამიანებმა შეძლონ თავისი შემოქმედებით საკუთარი გრძნობების ჩვენამდე მოტანა
5.მონაწილეთა ასაკი:XIკლასი;
6.ვადები,ხანგრძლივობა:1თვე;
7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში დაბაში მოძებნიან ნიჭიერ პოეტებს, გაიცნობენ მათ, აიღებენ ინტერვიუს ,ჩაწერენ ლექსებს,გადაიღებენ ფოტოებს,შექმნიან საინტერესო პროექტს,რომელიც დაიდება ინტერნეტში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო აპარატი,თაბახის ფურცლები,ვიდეო კამერა,ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა:ერთი ჯგუფი ახარისხებს ნაწერებს,მეორე ჯგუფი აკეთებს სლაიდებს, მესამე აკეთებს ინტერვიუს მონტაჟს.
10.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან ,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.XI.9. 14.მოსწავლე წერს პროექტს.იყენებს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.XI.2.გეგმავს და წერს შავ ვარიანტს;XI.3.წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე მასალას;XI.6.შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს,ამოიღებს,ჩაამატებს, გადააადგილებს.მოცემული თემის ირგვლივ მოიძიებს,აფასებს და შეარჩევს შესაბამის წყაროებს 11.პროექტის ხელმძღვანელი:ლელა წიკლაური; ელ.ფოსტა:lela.tsiklauri5@gmail.com კაზრეთის N1საჯარო სკოლა.
No comments:
Post a Comment